დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6871-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010030000.04.001.017975 |
|
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: (www.matsne.gov.ge), 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საქართველოს მოქალაქის უფლება, ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა, რომელიც დედნის ენაზე გაიცემა.“. 4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის, ოფიციალური საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა 1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება. 3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.“. 6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.“. 7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტის ენა სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტს სახელმწიფო ენაზე ადგენს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექსტი შეიძლება ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც მიეთითოს.“. 8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კონკურსისა და ატესტაციის ენა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენენ სახელმწიფო ენაზე.“. 9. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს ოფიციალური ღონისძიება ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ ოფიციალურ ღონისძიებაზე გამომსვლელი არასახელმწიფო ენას იყენებს, მისი გამოსვლა სახელმწიფო ენაზე ითარგმნება. 2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიება (გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოს სხდომისა) შეიძლება ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე ჩატარდეს.“. 10. 23-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ოფიციალური სახელწოდება იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდება სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“. 11. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ, ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.“. 12. 35-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის ორგანოები;“. 13. 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;“. 14. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6871-რს |
დოკუმენტის კომენტარები