„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 07/05/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22(29), 13/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.543
30
07/05/1999
სსმ, 22(29), 13/05/1999
180.012.003.543
„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
ტრანსპორტის სამინისტრო

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №30

1999 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისი №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კარი I, თავი I, მუხლი I, პუნქტი I ამოღებულიქნეს სიტყვები: „გემებისათვის, რომელთაც ტვირთი გადააქვთ ზედა გემბანით ან გააჩნიათ ორი ან მეტი გემბანი, გემის ბორტის საანგარიშო სიმაღლე შეადგენს გემის სიგანის ნახევარს“.

2. კარი I, თავი I, მუხლი 4 სიტყვა „სატარიფო“ შეიცვალოს სიტყვით „სატვირთო“.

3. კარი I, თავი I, მუხლი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

 ყველა სახის ტარიფების გაანგარიშებისას, იმ ნავთობგადამზიდი (OBO) გემებისათვის და ტანკებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, აგრეთვე სარკინიგზო (RAIL FERRY) ბორნებისათვის, პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე 0.85“.

4. კარი I, თავი II, მუხლი 14, პუნქტი I ცხრილში ნაცვლად „0.35“ განაკვეთისა დადგინდეს „0.252“.

5. კარი I, თავი I, მუხლი 17-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნავმისადგომთან და ტივტივასთან დგომის ტარიფი“, ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ტივტივასთან დგომის ტარიფი ტარიფი დაერიცხება:

ა) ტივტივასთან მდგომ ყველა გემს – 0,01 აშშ დოლარის განაკვეთით მოცულობის 1 კუბურ მეტრზე“.

6. კარი I, თავი II, მე-19 და მე-20 მუხლებში ნაცვლად მოყვანილი სიტყვებისა: „500 საერთო სარეგისტრაციო ტონა წყალწყვის მქონე გემები..“ დაიწეროს შემდეგი სიტყვები: „500 და მეტი საერთო სარეგისტრო ტონა წყალწყვის მქონე გემები“.

7. კარი I, თავი III, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „.. თავისი ძალებითა და ხარჯებით“.

8. კარი I, თავი III, მუხლი 25, პუნქტი I, „ა“ ქვეპუნქტი ნაცვლად რიცხვისა „90“ დადგინდეს „60“.

9. კარი II, პუნქტი 5 სვეტიდან „ტვირთის კოდი“ ამოღებულ იქნეს „20710“ და „561“.

10. კარი II, პუნქტი 10 დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) გაყინული თევზი“ და მის გასწვრივ სვეტში „НГСТ“ დაიწეროს „0303“,ხოლო სვეტში „განაკვეთი“ – „7,5“;

„დ) თევზის ფილე, თევზის სხვა ნაწარმი“ და მის გასწვრივ სვეტში „НГСТ“ დაიწეროს „0304“, ხოლო სვეტში „განაკვეთი“ – „7.5“.

11. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი    მ. ადეიშვილი