დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“-ს შენობისათვის (საკადასტრო კოდი № 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016005 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ შენობისათვის (საკადასტრო კოდი №
44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ნოემბრის (№01/401) მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 10 მარტის №19 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ შენობას (საკადასტრო კოდი № 44.01.31. 393) მიენიჭოს საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის სახელობის ლაურიატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო პრემიის „პრესტიჟის“ ლაურიატის – დიმიტრი ჯაიანის სახელი. 2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში) ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ). 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№ 247). სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები