„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6975-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.020086
6975-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
400060000.05.001.020086
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში საგანგებო კომისიის შექმნის წინადადებით მიმართოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს და მუნიციპალიტეტებს, რათა უზრუნველყოს განსაცდელში მყოფი ადამიანების, გემის და საფრენი აპარატის გადარჩენისათვის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის განხორციელებული ოპერაციების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების ან ავარიული სტადიის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ოპერაციის შედეგებს აცნობებს საძიებო-სამაშველო კოორდინატორს, მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სამაშველო ერთეულებს და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ან/და დაინტერესებული იყვნენ ამ ოპერაციებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6975-რს