„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7020-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.020048
7020-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
300280000.05.001.020048
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები. კომისია უფლებამოსილია გრძელვადიანი ტარიფები ასევე დაადგინოს წყალმომარაგების სექტორისთვის. კომისია უფლებამოსილია სატარიფო განაცხადის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული  სასმელი წყლის  წყალმომარაგების სისტემისთვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები მუნიციპალიტეტების მიხედვით.“.

2. 45-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი არის საქართველოს სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელთაგან ერთი აკონტროლებს გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გადამცემ ქსელს, ხოლო მეორე − წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, მიჩნეული არ იქნება ერთ და იმავე პირად.“.

3. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა

მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მიზნით სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავენ აღნიშნული პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად მომხმარებლებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N7020-რს