დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022124 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი.“. 2. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. შესაწამლი აპარატების ღირებულების დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“. 3. მე-5 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 3. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში, თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე განისაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-9 მუხლის 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას. 22. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში იგეგმება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა, მოთხოვნილი არ იქნება ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები.“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@arda.gov.ge.“. 7. მე-11 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;“. 8. მე-12 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მიზნით, ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობები დაფინანსდება მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემდგომ ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ.“. 9. 147 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კენკროვანების ქვეკომპონენტის ფარგლებში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღის გასაშენებლად საჭირო მასალების შეძენა უნდა განხორციელდეს იმ კომპანიებისგან, რომლებიც ინტერესთა საჯარო გამოხატვას განახორციელებენ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@arda.gov.ge.“. 10. 148 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი 1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში – სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას ახალი სანერგე მეურნეობ(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების, ასევე მცენარეთა ახალი ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების მიზნით. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის/გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. 3. წინასაბაზისო, გასამრავლებელი მასალისგან მიღებულ საძირეებისა და ნერგების, რომელიც განკუთვნილია სადედე ბაღების მოსაწყობად (შემდგომში − საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალა), შესყიდვა უნდა განხორციელდეს აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.“. 12. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სანერგეების კომპონენტის ფარგლებში წარსადგენი პროექტი და თანადაფინანსების მოცულობა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებს პოტენციური ბენეფიციარი, თუ შესაქმნელი/გაფართოებისთვის/ მოდერნიზებისთვის/გადაიარაღებისთვის განკუთვნილი სანერგე მეურნეობისათვის შეისყიდის საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიისათვის, სადაც განახორციელებს მცენარის ნაწილებისა და ნებისმიერი ვეგეტატიური მასალის, მათ შორის, საძირეების, კალმების, ასევე ნერგების, რომელიც განკუთვნილია გასამრავლებლად და სადედე და/ან ნაყოფის მომცემი მცენარეების გამოსაყვანად (შემდგომში − გასამრავლებელი მასალა), წარმოებას ან/და უკვე გააჩნია სანერგე მეურნეობა ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 2. თანადაფინანსება განხორციელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობებით წარდგენილი დეტალური პროექტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის: ა) შექმნის/გაფართოების დროში გაწერილ გეგმას; ბ) ოპერირებაში ჩართული საკვანძო პირების ჩამონათვალს, მათი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მითითებით; გ) პროექტის ჯამურ ბიუჯეტს; დ) პროექტის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციასა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; ე) ოპერირებისთვის აუცილებელი საბრუნავი საშუალებების მოცულობას და უზრუნველყოფის გეგმას; ვ) თითოეული გასამრავლებელი მასალის თვითღირებულების კალკულაციას; ზ) გასამრავლებელი მასალის გაყიდვების გეგმას; თ) გასამრავლებელი მასალის დაგეგმილ წარმადობას, გასამრავლებელი მასალის სახეობების მიხედვით, სამწლიანი საპროგნოზო პერიოდით.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ან/და გააფართოებენ/მოახდენენ მოდერნიზებას/გადააიარაღებენ ისეთ სანერგე მეურნეობებს/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიას, რომელშიც იწარმოება დანართ №1-ით გათვალისწინებული კულტურების გასამრავლებელი მასალა.“. 13. მე-17 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სანერგეების კომპონენტის თანადაფინანსების ზღვრები და მიზნობრიობა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის თანადაფინანსებას არაუმეტეს ჯამური ღირებულების 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა, ამასთან, ახალი სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს.“; გ) მე-2 პუნქტის: გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სადედე ბაღის მოწყობის მიზნით, საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალის შეძენა; ბ) მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა (შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რემონტი, დანადგარ(ებ)ის/აღჭურვილობ(ებ)ის შეძენა, კომუნიკაცი(ებ)ის მოწყობის ხარჯი − მათ შორის, განბაჟება/დღგ, ტრანსპორტირება და სამონტაჟო სამუშაოები);“; გ.ბ) „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სარწყავი სისტემების მოწყობა; ე) დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი − შენობა ან/და სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა და აღჭურვა; ვ) სანერგე მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე − ზამთრის მყნობის ჩასატარებლად სამყნობი სახელოსნოს ან/და საფუმიგაციო ოთახის ან/და გასამრავლებელი მასალის შესანახი მაცივრის მოწყობა;“. 14. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გასამრავლებელი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები; ბ) გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების პრინციპები.“. 15. მე-19 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის შექმნით/განვითარებით დაინტერესებული პირები. 2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 16. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში); გ) ღია გრუნტის გარეშე გასამრავლებელი მასალის წარმოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ინვიტრო ლაბორატორია, სათბური და სხვა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა/გაფართოება, არ უნდა ედოს ყადაღა.“; ე) 71 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას. 8. ღია გრუნტზე სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობა.“; ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. არსებული სანერგე მეურნეობა უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნებს, რასაც წერილობით დაადასტურებს ცენტრი. 10. მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც ხდება სანერგე მეურნეობაში/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიაში, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს ცენტრი, ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.“. 17. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია „დაცული“ ჯიშის გამრავლება, დამატებით ჯიშის მფლობელის ნებართვა ჯიშის გამრავლების თაობაზე;“; ა.ბ) „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ზ) საჭიროების შემთხვევაში, დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ; თ) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ი) ბენეფიციარის წილი თანადაფინანსების თანხის (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული საფინანსო ინსტიტუტებიდან ცნობა კრედიტის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 18. 22-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წარდგენილ პროექტს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად განიხილავს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ცენტრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. „თანადაფინანსების კომიტეტი“ იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების/უარყოფის შესახებ, ამავდროულად, „თანადაფინანსების კომიტეტი“ განსაზღვრავს ყოველწლიურად საწარმოებელი გასამრავლებელი მასალის მინიმალურ რაოდენობას.“; გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 19. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ბენეფიციარების დამატებითი ვალდებულებები და ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის შეუსრულებლობა 1. ბენეფიციარი ვალდებულია, შეუნარჩუნოს დაფინანსებულ სანერგე მეურნეობას პროფილი, რისთვისაც ბენეფიციარი ვალდებულია, სანერგე მეურნეობის შექმნიდან 3 წლის განმავლობაში აწარმოოს დანართ №1-ით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურების გასამრავლებელი მასალა არანაკლებ „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. 2. დაფინანსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო არსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დაიცვას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნები.“. 20. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს არსებული მრავალწლიანი ბაღების მოდერნიზაციის ან/და ახალი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მიზნით პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. 2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.“. 21. 242 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების/ანაზღაურების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, როგორც არსებული მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 18 000 ლარისა.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება, ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ.“. 22. 243 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 23. 244 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 244. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის /წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად: ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი; ბ) პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. იმ შემთხვევაში, თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ხორციელდება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მათზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან. 2. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს. 3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, არ უნდა ედოს ყადაღა.“. 24. 245 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება);“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;“; დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი წყლით უზრუნველყოფილია (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული/ ანაზღაურებული იქნება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა და დადასტურებული იქნება მიზნობრიობის შესრულება; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე.“. 25. 246 მუხლის: ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი და ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნით − წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის. 2. ცენტრი განსაზღვრავს და სააგენტო ამტკიცებს ჭიდან/ჭაბურღილიდან (სატუმბი სადგურიდან) მისაღები წყლის საჭირო დებეტს. 3. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის დასკვნა, რითაც უნდა დასტურდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.“. 26. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. ინტერესთა კონფლიქტი 1. პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის), სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებზე. 3. ეს მუხლი ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და არ გავრცელდეს ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განაცხადებზე. ამ განაცხადებზე გავრცელდეს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ განაცხადების წარმოდგენის დროს მოქმედი რედაქციით განსაზღვრული პირობები. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები