დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016330 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდი, 30/06/2017, ს/კ 430210000.32.057.016256) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“, „ი2 “ და „ი3“ ქვეპუნქტები:
„ი1) გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე; ი2) გასცემს თანხმობას საჯარო სკოლაში პარალელური კლასების არსებობისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობიდან გამონაკლისის დაშვებაზე; ი3) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, გასცემს თანხმობას/უარს საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე;“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“, კ2“, კ3 “ და „კ4 “ ქვეპუნქტები:
„კ1) უფლებამოსილია საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დისციპლინური კომიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; კ2) უფლებამოსილია, დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა; კ3) ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; კ4) დაითხოვს სამეურვეო საბჭოს ან/და ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას;“; |
გ)
მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;“; |
დ)
მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ნ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების ან/და კორესპონდენციების განხილვა, შესწავლის შედეგად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;“; |
ე)
მე-4 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:
,,ო1) მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები