ტექნიკური რეგლამენტის – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.; Epitrix subcrinita (Lec.) და Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.; Epitrix subcrinita (Lec.) და Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022119
404
02/07/2020
ვებგვერდი, 06/07/2020
240110000.10.003.022119
ტექნიკური რეგლამენტის – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.; Epitrix subcrinita (Lec.) და Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404

2020 წლის 2 ივლისი

 ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.; Epitrix subcrinita (Lec.) და Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს  თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.;  Epitrix subcrinita (Lec.) და  Epitrix tuberis (Gentner)   წინააღმდეგ ბრძოლის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური    რეგლამენტიკარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.Epitrix subcrinita (Lec.) და  Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური    რეგლამენტი – კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.;  Epitrix subcrinita (Lec.) და  Epitrix tuberis (Gentner) წინააღმდეგ ბრძოლის წესი (შემდგომში – წესი)  არეგულირებს საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის რწყილის სახეობების: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.;  Epitrix subcrinita (Lec.) და  Epitrix tuberis (Gentner)    (შემდგომში – მავნე ორგანიზმები) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვეყნის ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმების  ინტროდუქციისა და  გავრცელების პრევენციის მიზნით.

 2. ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია მავნე ორგანიზმების შემოტანა ან გავრცელება.

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  მავნე ორგანიზმები –  კარტოფილის რწყილის სახეობები: Epitrix cucumeris (Harris), Epitrix papa sp. n.;  Epitrix subcrinita (Lec.) და  Epitrix tuberis (Gentner);

ბ) დემარკაცია – დასნებოვნებული და ბუფერული ზონების საზღვრების დადგენა სხვადასხვა ბარიერებით (საძოვარი, ტყე, გზა, მდინარე და სხვ.), შემოღობვით ან  გადახვნით და მავნე ორგანიზმების შესახებ  ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით;

გ) დასნებოვნებული ზონა – ზონა, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, იმ  ნაკვეთებს, სადაც კარტოფილის ტუბერებზე დადგენილია მავნე ორგანიზმების ან ამ მავნე ორგანიზმებით დასნებოვნების ნიშნები, აგრეთვე ნაკვეთებს, სადაც მოყვანილი იყო დასნებოვნებული კარტოფილის ტუბერები;

დ) ბუფერული ზონა – დასნებოვნებული ზონიდან, სულ მცირე,  500 მ-ის  ფარგლებში მოქცეული ნაკვეთები. თუ ბუფერულ ზონაში ექცევა რომელიმე ნაკვეთის ნაწილი, მაშინ მთლიანი ნაკვეთი უნდა მიეკუთვნოს მას;

ე) შესაფუთი ობიექტი – ადგილი, სადაც ხდება კარტოფილის დასაწყობება, დახარისხება, გასუფთავება  და დაფასოება.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი 3.  ქვეყნის ტერიტორიაზე კარტოფილის ტუბერების შემოტანა

1. იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია მავნე ორგანიზმები, კარტოფილის – Solanum tuberosum L. ტუბერების (მათ შორის, დასარგავად განკუთვნილის) შემოტანა დასაშვებია მხოლოდ ამ წესის დანართ №1-ის – „ქვეყანაში კარტოფილის ტუბერების შეტანის კონკრეტული მოთხოვნები და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაადგილების პირობების“ ნაწილ I-ის – „ქვეყანაში კარტოფილის ტუბერების შეტანის კონკრეტული მოთხოვნების“ პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. იმპორტისას კარტოფილის ტუბერები უნდა შემოწმდეს ამ წესის დანართ №1-ის ნაწილ I-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

 

მუხლი 4. ქვეყნის ტერიტორიაზე კარტოფილის ტუბერების გადაადგილება

1. კარტოფილის ტუბერები, რომლებიც მოყვანილია ქვეყნის შიგნით, ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ კარტოფილის საწარმოებელ დემარკირებულ ტერიტორიაზე, შეფუთულია ამავე ობიექტზე, ან ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ობიექტებზე და დასაშვებია მისი გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის დანართ №1-ის ნაწილ II-ის – „ქვეყნის ტერიტორიაზე კარტოფილის ტუბერების გადაადგილების პირობების“ პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.  კარტოფილის საწარმოებელ დემარკირებულ ტერიტორიაზე მოყვანილი კარტოფილის ტუბერები შეიძლება, გადაადგილდეს შესაფუთ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ამ დემარკირებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის დანართ №1-ის ნაწილ II-ის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-6  მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ამ  შესაფუთ ობიექტზე კარტოფილის ტუბერები შეიძლება იყოს შენახული.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უნდა განახორციელოს:

ა) კარტოფილის ტუბერებზე მავნე  ორგანიზმების არსებობასა და მათ მიერ გამოწვეული დასნებოვნების  ნიშნებზე მონიტორინგი, კარტოფილისა  და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მასპინძელი მცენარეების ინსპექტირების მეშვეობით;  მათ შორის, მინდვრებზე, სადაც ისინი იზრდებიან შესაფუთი ობიექტის ირგვლივ, სულ მცირე, 100 მ-ის   რადიუსში;

ბ)  საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რომელიც ეხება  მავნე ორგანიზმებით გამოწვეულ საფრთხეს  და   ამ მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოტანისა და შესაფუთი ობიექტების სიახლოვეს მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად გასატარებელ ზომებს.                                                                                                         

3. კარტოფილის ტუბერები, რომლებიც იმპორტირებულია იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია მავნე ორგანიზმები, შეიძლება, გადაადგილდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ  ამ წესის დანართ №1-ის ნაწილ II-ის მე-3 პუნქტის პირობებს.

 

მუხლი 5.  სატრანსპორტო საშუალებების, შეფუთვის, მანქანა-დანადგარებისა და ნიადაგის ნარჩენებისადმი დაწესებული მოთხოვნები

1. ამ წესის დანართ №1-ის ნაწილ II-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულებამდე, დემარკირებულ ტერიტორიაზე მოყვანილი კარტოფილის ტუბერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სათანადოდ გასუფთავებული და გაუსნებოვნებული შემდეგ შემთხვევებში:

ა) დემარკირებული ტერიტორიიდან მათ გადაადგილებამდე;

ბ) შესაფუთი ობიექტის დატოვებამდე.

2. შესაფუთ ობიექტზე გამოყენებულ კარტოფილის ტუბერების დასამუშავებელ მანქანა-დანადგარებს ყოველი გამოყენების შემდეგ  უნდა ჩაუტარდეს გაუსნებოვნება და გასუფთავება.

3. კარტოფილის ტუბერებიდან მოცილებული ნიადაგი ან სხვა ნარჩენები უნდა განადგურდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მავნე ორგანიზმების გავრცელება დემარკირებული ტერიტორიის გარეთ.

 

მუხლი 6. დემარკირებული ტერიტორიების გარეთ მდებარე შესაფუთი ობიექტებისადმი დაწესებული მოთხოვნები

დემარკირებული ტერიტორიების გარეთ მდებარე შესაფუთი ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტერიტორიებზე მოყვანილი კარტოფილის ტუბერების შეფუთვას, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეთ დემარკირებულ ტერიტორიაზე მოყვანილი კარტოფილის შეფუთვის უფლება;

ბ) ამ შესაფუთ ობიექტზე კარტოფილის ტუბერების  შემოსვლის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში შენახული უნდა იქნეს ჩანაწერები იმ კარტოფილის ტუბერების შესახებ, რომლებიც მოყვანილია დემარკირებულ ტერიტორიებზე.

 

მუხლი 7. მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებული გამოკვლევები და შეტყობინებები

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც დაკავებულია კარტოფილის მოყვანით, უნდა იკვლევდეს კარტოფილის საწარმოებელ ტერიტორიასა და სხვა მასპინძელ მცენარეებს მავნე ორგანიზმების არსებობის გამოსავლენად.

 2. კარტოფილის ტუბერებზე მავნე ორგანიზმების არსებობის ან ამ მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დასნებოვნების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

 

მუხლი 8. სააგენტოს უფლებამოსილება და ვალდებულება

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ბიზნესოპერატორს მიანიჭოს კარტოფილის საწარმოებელ დემარკირებულ ტერიტორიაზე მოყვანილი კარტოფილის შეფუთვის უფლება;

ბ) ყოველწლიურად განახორციელოს კარტოფილის საწარმოებელი ტერიტორიის  მონიტორინგი და ჩანაწერების შემოწმება;

გ) შეაგროვოს მონაცემები კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიების შესახებ და აღწეროს  მათზე გატარებული ზომები.

2. სააგენტო ვალდებულია:

ა) დაადასტუროს  კარტოფილის საწარმოებელ  ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმების არარსებობა  და გააუქმოს დემარკაცია;

ბ) გაატაროს ამ წესის დანართ №2-ის – „კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენის“ ნაწილ II-ში „კარტოფილის საწარმოებელ ტერიტორიაზე გასატარებელი ზომების დადგენის“ მითითებული ზომები.

 

მუხლი 9. კარტოფილის საწარმოებელი ტერიტორიის დემარკაცია და მასზე გასატარებელი ზომები

1. თუ ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული კარტოფილის საწარმოებელი ტერიტორიის  გამოკვლევებით დასტურდება მავნე ორგანიზმების არსებობა ან მათი არსებობის ნიშნები, სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კარტოფილის საწარმოებელი ტერიტორიის დემარკაცია, რომელიც ამ წესის დანართ №2-ის – „კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენის“ ნაწილ I-ის – „კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიის დადგენის“ შესაბამისად, უნდა შედგებოდეს დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონისაგან და გაატაროს სათანადო ზომები, ამ წესის დანართ №2-ის ნაწილ II-ის  შესაბამისად.

2. სააგენტოში უნდა ინახებოდეს ინფორმაცია დემარკირებული ტერიტორიების, ამ ტერიტორიებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე აღნიშნულ ტერიტორიებზე დემარკაციის მოხსნამდე.

 

დანართი №1

 

ქვეყანაში კარტოფილის ტუბერების შეტანის კონკრეტული მოთხოვნები   და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაადგილების პირობები

 

ნაწილი I

ქვეყანაში კარტოფილის ტუბერების  შეტანის კონკრეტული მოთხოვნები

 

1. იმ ქვეყანაში წარმოებული კარტოფილის ტუბერების იმპორტისას, სადაც ცნობილია მავნე ორგანიზმების არსებობის თაობაზე, მას თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის პუნქტში – „დამატებითი დეკლარაცია“ მითითებული უნდა იყოს ამ ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორმაცია.

2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ქვეპუნქტში მითითებულ ინფორმაციას:

ა) კარტოფილის ტუბერები მოყვანილია მავნე ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონაში, რომელიც დადგენილია ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო  სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) კარტოფილის ტუბერები გარეცხილი ან გასუფთავებულია  ისე, რომ დარჩენილია ნიადაგის არაუმეტეს 0,1%-ისა,  ან  კარტოფილის ტუბერებს ჩაუტარდა  სათანადო მეთოდით  დამუშავება  და არ არსებობს მავნე  ორგანიზმების გავრცელების რისკი.

3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კარტოფილის ტუბერები თავისუფალია მავნე ორგანიზმებისგან ან ამ მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დასნებოვნების ნიშნებისაგან და  უშუალოდ ექსპორტის წინ ჩატარებული ოფიციალური შემოწმებისას არ შეიცავს 0,1%-ზე მეტ ნიადაგს;

ბ) შესაფუთი მასალა, რომლითაც მოხდა კარტოფილის ტუბერების იმპორტი, სუფთაა.

4. როდესაც  ამ ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია მოცემულია, მავნე ორგანიზმებისგან თავისუფალი ტერიტორიის დასახელება მითითებული უნდა იყოს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის პუნქტში – „წარმოშობის ადგილი“.

5. ამ ნაწილის პირველი – მე-4 პუნქტების შესაბამისად შემოტანილი კარტოფილის ტუბერები უნდა შემოწმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შესვლის ან დანიშნულების ადგილზე ამ წესისა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების  მოთხოვნათა შესაბამისად, რათა დადასტურდეს, რომ ისინი აკმაყოფილებენ  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

 

ნაწილი II

ქვეყნის ტერიტორიაზე კარტოფილის ტუბერების გადაადგილების პირობები

 

1. კარტოფილის საწარმოებელ დემარკირებულ ტერიტორიებზე წარმოებული კარტოფილის ტუბერები ამ ტერიტორიებიდან შეიძლება გადაადგილდეს არადემარკირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

 ა) კარტოფილის ტუბერები მოყვანილია „მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №619 დადგენილების  შესაბამისად  რეგისტრირებულ  წარმოების ადგილებში, ან რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ,  ან წამოღებულია რეგისტრირებული სასაქონლო საწყობიდან ან  გამანაწილებელი პუნქტიდან;

ბ)  კარტოფილის ტუბერები გარეცხილი ან გასუფთავებულია ისე, რომ დარჩენილია ნიადაგის არაუმეტეს 0,1%-ისა,  ან  კარტოფილის ტუბერებს ჩაუტარდა  სათანადო მეთოდით დამუშავება და არ არსებობს მავნე  ორგანიზმების გავრცელების რისკი;

გ) შესაფუთი მასალა, რომლითაც კარტოფილის ტუბერები გადააქვთ, არის სუფთა;

დ) კარტოფილის ტუბერების შეფუთვაზე განთავსებულია მცენარის პასპორტი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. შესაფუთ ობიექტზე კარტოფილის ტუბერების გადატანის   მიზნით,  ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტსა და ამ ნაწილის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

ა) კარტოფილის ტუბერები მოყვანილი უნდა იყოს  ნაკვეთში, რომელიც კარტოფილის კულტივირების პერიოდის განმავლობაში დაექვემდებარა მავნე  ორგანიზმების წინააღმდეგ ინსექტიციდით დამუშავებას;

ბ)  ნაკვეთში მოსავლის აღების წინა  ინსპექტირება განხორციელდა შესაბამის დროს და მავნე ორგანიზმები  არ იქნა გამოვლენილი;

გ) ბიზნესოპერატორმა  წინასწარ  უნდა შეატყობინოს სააგენტოს თავისი განზრახვის თაობაზე, ამ პუნქტის შესაბამისად კარტოფილის ტუბერების გადატანისა  და  სავარაუდო გადატანის თარიღის შესახებ; 

დ) შესაფუთ ობიექტებზე კარტოფილის ტუბერების გადატანა   უნდა მოხდეს დახურული სატრანსპორტო საშუალებით, ან დახურული და სუფთა შეფუთვით ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული მავნე ორგანიზმების   გავრცელება;

ე) კარტოფილის ტუბერებს შესაფუთ ობიექტზე ტრანსპორტირებისას თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კარტოფილის ტუბერების  წარმოშობისა და დანიშნულების ადგილი;  

ვ) შესაფუთ ობიექტზე მიტანისთანავე კარტოფილის ტუბერები დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას, ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობილია ერთი ან მეტი მავნე ორგანიზმის არსებობის თაობაზე, იმპორტირებული კარტოფილის ტუბერები შეიძლება, გადაადგილდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს მცენარის პასპორტი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

                                                                                  

დანართი №2

 

კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენა

ნაწილი I

კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორიის  დადგენა  

 

1. კარტოფილის საწარმოებელი დემარკირებული ტერიტორია უნდა შედგებოდეს  დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონისაგან.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ბუფერული ზონა ფარავს ერთმანეთს ან ეს ტერიტორიები გეოგრაფიულად  ახლოსაა ერთმანეთთან, შეიძლება, მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის დემარკაცია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს  შესაბამის დემარკირებულ ტერიტორიებს და მათ შორის არსებულ ტერიტორიებს.

3.  დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონის დადგენისას სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს: მავნე ორგანიზმების ბიოლოგია, დასნებოვნების ხარისხი, მასპინძელ მცენარეთა გავრცელება, მავნე ორგანიზმების გამოჩენის დადასტურება, მავნე ორგანიზმების ბუნებრივად გავრცელების  უნარი.

4. თუ დასნებოვნებული ზონის მიღმა კარტოფილის ტუბერებზე დასტურდება მავნე ორგანიზმების არსებობის  ან ამ მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დასნებოვნების ნიშნები,  გადახედილი და შეცვლილი უნდა იქნეს დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონის საზღვრები.

5. თუ კარტოფილის საწარმოებელ   დემარკირებულ ტერიტორიაზე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოკვლევების საფუძველზე 2 წლის განმავლობაში კარტოფილის ტუბერებზე არ გამოვლენილა მავნე ორგანიზმები ან ამ მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დასნებოვნების ნიშნები, სააგენტო ვალდებულია, დაადასტუროს, რომ კარტოფილის საწარმოებელ  ტერიტორიაზე აღარ არსებობს მავნე ორგანიზმები და გააუქმოს დემარკაცია.

 

ნაწილი II

კარტოფილის საწარმოებელ  ტერიტორიაზე გასატარებელი ზომების დადგენა

 

კარტოფილის საწარმოებელ დემარკირებულ ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ უნდა გატარდეს, სულ მცირე, შემდეგი ზომები:

ა) მავნე ორგანიზმების ლიკვიდაცია ან ლოკალიზაცია. მათ შორის, დამუშავება და დეზინსექცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში მასპინძელი მცენარეების დარგვის აკრძალვა;

ბ) შემოწმების გზით კარტოფილის ტუბერების მონიტორინგი  მავნე ორგანიზმების არსებობის  ან ამ მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დასნებოვნების ნიშნების გამოსავლენად;

გ) დემარკირებული ტერიტორიიდან კარტოფილის ტუბერების გადაადგილებაზე ზედამხედველობა.