დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022115 |
|
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს – ერთიანი ეროვნული გამოცდების, მაგისტრანტობის კანდიდატს – საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტს – სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, აპლიკანტს – საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელი ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში საგამოცდო ტესტზე მუშაობის პროცესში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგამოცდო სივრცის გაგრილება ხდება კონდიციონერის გამოყენებით).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები