დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „მკურნალი 99-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „მკურნალი 99“ |
| მიღების თარიღი | 02/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სს „მკურნალი 99“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
2020 წლის 2 ივლისი |
სს „მკურნალი-99“ის (ს/კ202887304) დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 ივლისს, 16:30 საათზე, მისამართი ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 81, I სადარბაზო.
დღის წესრიგი: 1. 2019 წლის სამეურნეო შედეგების განხილვა. 2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა. 3. წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2020 წლის 29 ივნისი. კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან, ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები საზოგადოების აქციათა რეესტრის 2020 წლის 29 ივნისის მონაცემებით. აქციონერებს კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან შპს „ეროვნული რეესტრი“, მისამართზე ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №41, სართული 6. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევენ დღის წესრიგის ზემოაღნიშნული სახით მიღებას და განხილვას.
სს „მკურნალი 99“-ის დირექტორი: მაია ვანიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები