დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6948-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 170000000.05.001.020085 |
|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) 431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6948-რს |
დოკუმენტის კომენტარები