დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6995-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460070000.05.001.020103 |
|
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997, გვ. 3) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნა შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6995-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები