„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 06/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016798
56
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
120340000.22.026.016798
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №56

2020 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016738) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ბ.ა" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.

2. მე-4 მუხლის „ბ.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილება.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.“.

4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„5. შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების და მათი შემადგენელი ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით;

ბ) მოწოდებული სანივთე ქონებისა და საწვავ-საპოხი მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 6 ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი