„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6983-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.020102
6983-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
120260040.05.001.020102
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებში.“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად.“.

3. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.

2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6983-რს