დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6918-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.05.001.020113 |
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6918-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები