დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6961-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240090000.05.001.020159 |
|
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ.198) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბაკურიანისა და გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6961-რს |
დოკუმენტის კომენტარები