„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 05/05/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.538
  • Word
29
05/05/1999
180.012.003.538
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.538

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №29

1999 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

"საქართველოს რკინიგზის 1999  საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ" ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რკინიგზაზე ტვირთის მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გაუქმდეს მუხლი 1.3-ის მე-2 აბზაცი არსებული რედაქციით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ნებისმიერი საანგარიშო ვალუტისას, გადაზიდვების ღირებულებისა და დამატებითი ანაკრეფების გადახდა საქართველოს ტერიტრიაზე წარმოებს ლარებში. ამასთან ამერიკული დოლარის კურსი ლარის მიმართ განისაზღვრება ყოველღდიურად თბილისის ბანკთაშორისო ბირჟაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად".

2. მუხლი 4.1.-ის ბოლო აბზაცში სიტყვების "სამშენებლო-ინერტული მასალების" შემდეგ დაემატოს სიტყვები "ადგილობრივი და საექსპორტო გადაზიდვისას" და დამატებითი კოეფიციენტის 0,8-ის მაგივრად დადგინდეს კოეფიციენტი 0,6, ხოლო ცემენტისა (პოზიცია 281) და თაბაშირის ქვის (პოზიცია 241322) გადაზიდვისას დადგინდეს კოეფიციენტი - 0,8.

3. მუხლი 4.2.3.-ის ა) ქვეპუნქტს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: "სადგურ გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე საფრახტო წელს "სხვა ნავთობი და ნავთობპროდუქტების" 500 ათასს ტონაზე მეტი გადაზიდვისას ყოველ გადამეტებულ ტონაზე დადგინდეს გადაზიდვის შეღავათიანი ტარიფი 7 აშშ დოლარის ოდენობით".

4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი