„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7023-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300350000.05.001.020097
7023-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
300350000.05.001.020097
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.05.001.019728) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ადგენს 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც მოიხმარება ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკის და გათბობისა და გაგრილების სფეროებში, შესაბამისი პოლიტიკის სხვა ღონისძიებების ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის საბოლოო მოხმარების ენერგოეფექტურობასთან. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით აგრეთვე დგინდება საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისთვის მისაღები ადეკვატური ზომები, მათ შორის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის თანამშრომლობა, დაგეგმილი სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტების, ბიომასის არსებული რესურსების განვითარებისა და ბიომასის ახალი რესურსების სხვადასხვაგვარი გამოყენებისთვის მობილიზების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, აგრეთვე სხვა ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნების შესასრულებლად.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების, აგრეთვე სივრცითი დაგეგმარების პროცედურების განხორციელებისთვის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, დაგეგმვისა და მშენებლობის შესახებ განაცხადების განსაზღვრის გამჭვირვალე განრიგის არსებობა;“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს, რომ სამრეწველო და საცხოვრებელი ტერიტორიების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და განახლების დროს აღჭურვილობისა და სისტემების დამონტაჟება განხორციელდეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების გამოსაყენებლად.

5. საქართველოს მთავრობამ უნდა წაახალისოს ავტონომიური რესპუბლიკებისა  და მუნიციპალიტეტების ორგანოები, რათა მათ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობა და გაგრილება გაითვალისწინონ დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.“.

3. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მონაწილეობით შესაბამისი ინფორმაციული, ცნობიერების ასამაღლებელი ან სახელმძღვანელო პროგრამების ან ტრენინგპროგრამების განვითარებას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების განვითარებისა და გამოყენების უპირატესობისა და პრაქტიკულობის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N7023-რს