დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ”მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016329 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1); ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი)(დანართი №2); გ) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების კითხვარის ფორმა) (დანართი №3).“.
|
3.
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები 1. სტატუსის და კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის გზით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2); ბ) უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა (დანართი №3); გ) წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 2. რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას, კითხვარს და შესაბამის დოკუმენტაციას. 3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული) საცხოვრისით უზრუნველყოფაზე; ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში. 4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება მესტიის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის არსებული რესურსის შესაბამისად.“. |
4.
დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი)
სახელი, გვარი: პირადი ნომერი:
ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი_______________________ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და მერიის მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, დანართ №2 „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს. ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ მერიას აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს რესპოდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. (შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას, კითხვარსი მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
განმცხადებლის ხელმოწერა: ---------------------------- ----------------------------- ოჯახის სხვა წევრები: -------------------------------- -------------------------- ---------------------------------- ------------------------ ---------------------------------------- ------------------- --------------------- -------------------------------------- ------------------ ------------------------------------------ ------------------------------- ----------------------------- ------------------------ -------------------------------------
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დადგენილების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3 მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების კითხვარი (ფორმა) კითხვარის შევსების მიზანია შესწავლილი იქნეს თქვენი ოჯახის მდგომარეობა, რათა თქვენი სურვილისამებრ, თქვენს მიერ შერჩეულ, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოხდეს თქვენი ოჯახისთვის კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. დასმულ კითხვებზე გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვახდინოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი გამოყენებულ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილების მისაღებად. კითხვარი ეხება ოჯახს. ოჯახად მოიაზრება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას. ოჯახის წევრად ითვლება ასევე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დროებით ცხოვრობს ოჯახს გარეთ (ბავშვთა სახლში, მეორე მშობელთან, ნათესავთან ან ა.შ) წინასწარ გიხდით მადლობას ! სამშენებლო ტერიტორიად ვირჩევ ________________________________________________ ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ რესპოდენტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფროსი ისე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახის შესახებ და ოჯახის კოლექტიურ განცხადებაში წევრების მიერ არჩეულია, როგორც ოჯახის წარმომადგენელი.
დამატებით საინფორმაციო მოდული – ინფორმაცია ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების შესახებ რომლებიც ცალკე ცხოვრობენ
8.რა არის ამჟამად საცხოვრისი სტატუსი? 1. ნაქირავები, ქირის ოდენობა 2. ნაგირავები, გირავნობის თანხა 3. ნათხოვარი 4. ცხოვრობს ნათესავის -ახლობლის სახლში, ბინაში ქირის გარეშე 5. სხვა
ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია. ( შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას კითხვარში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული განაცხადი). განმცხადებლის ხელმოწერა:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები