დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6844-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460000000.05.001.020003 |
|
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტის სფეროში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იურიდიული პირია. 2. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საკუთარი წესდებით. 3. საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, პარალიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი. 4. საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება. 5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან. 6. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მონაწილეობს პარალიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6844-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები