დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6833-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.019997 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:
„ფ1) ქმნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტს, ამტკიცებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობ ერთიან სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას და ზედამხედველობს მის შესრულებას;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6833-რს |
დოკუმენტის კომენტარები