|
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები და უზრუნველყოს მათთვის ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაცია, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6832-რს |
დოკუმენტის კომენტარები