დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6831-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 450000000.05.001.020002 |
|
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადამიანის კულტურული მოღვაწეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კულტურული მოღვაწეობა საქართველოში არის ადამიანის შეუვალი უფლება. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან კულტურულ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი კუთვნილებისა, შეზღუდული შესაძლებლობისა ან სხვა ნიშნისა.“. 2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობა და იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6831-რს |
დოკუმენტის კომენტარები