„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

  • Word
„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01/37
დოკუმენტის მიმღები კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
მიღების თარიღი 21/04/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 27/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.532
  • Word
01/37
21/04/1999
სსმ, 20(27), 27/04/1999
180.012.003.532
„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.532

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის

ბრძანება 01/37

1999 წლის 21 აპრილი           

 ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წ. 6 თებერვლის 68 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების“ მე-17 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

ა. 1999 წ. 27 აპრილიდან, დაცული ცხოველები (WWF), „წავი“ – 4 მარკა; ავტორები – იუენ ბელი და ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია 12; თითოეული მარკის ტირაჟი 250 ათასი ცალი, აქედან 125 ათასი თითოეული დასახელების მარკა დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა), დანარჩენი 125 ათასი ცალი საერთო (მცირე) ფურცლებად (1 საერთო ფურცელი შეიცავს 4 სხვადასხვა მარკისაგან შემდგარ 5 სერიას); ზომები: მარკების 28,5 X 42 მმ, ფურცლების 165 X 105 მმ. საერთო (მცირე) ფურცლების 218 X 187 მმ.

მარკა 221 ინდექსით ა.

ნომინალი 10 თ.

მარკა 222 ინდექსით ბ.

ნომინალით 20 თ.

მარკა 223 ინდექსით გ.

ნომინალით 30 თ.

 მარკა 224 ინდექსით დ.

ნომინალით 60 თ.

ბ. 1999 წლის 28 აპრილიდან, „ევროპა-99“ მარკა. „ბაწარა-ბაბნეურის ნაკრძალი“ და „ლაგოდეხის ნაკრძალი“; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია 12; თითოეული მარკის ტირაჟი – 180 ათ. ცალი; მარკები დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა); ზომები: მარკების 28, 5 X 42 მმ, ფურცლების 165X105 მმ.

მარკა 225 ინდექსით ა.

„ბაწარა-ბაბნეურის ნაკრძალი“

ნომინალით 20 თ.

მარკა 226 ინდექსით ბ.

„ლაგოდეხის ნაკრძალი“

ნომინალით 80 თ.

ს. ესაკია