„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6939-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.020148
6939-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
040200010.05.001.020148
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6939-რს