დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016448 |
11/9
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
010250020.35.111.016448
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
|
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წინასაპროექტო კვლევის შედეგები წარმოადგინოს შემდეგ შემთხვევაში: როცა მშენებლობა დაგეგმილია უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარე რიონის ჯებირიდან 50 მეტრის არეალში, ტბების და წყალსაცავების პერიმეტრის 50 მეტრის არეალში, სასტუმროს მშენებლობისას, სკოლამდელი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებების მშენებლობისას, 8 მეტრზე მაღალი შენობების მშენებლობისას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები