„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016451
11/12
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
010250000.35.111.016451
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11/12

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.111.016364) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

2. დადგენილების დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის სტრუქტურა მოიცავს მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე (მოადგილეები)), მერიის სამსახურებს და მერის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეებს.“;

3. დადგენილების დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში

1. ადმინისტრაციული ხელეშკრულებით დასაქმებული პირი – მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება, საჯარო სამსახურში.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის  წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის  წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

 ბ) მერის  დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) „სამოქალაქო  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;

თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და ბლანკი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის  გამოყენებაზე უფლებამოსილია მერის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი  გამოიყენება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.

8. ბეჭდის  გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე