„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016303
08
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
010260020.35.133.016303
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016244) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოება, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან;  მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“  - საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება. დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან  და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.“.

 

ბ) დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. მერიის საჯარო მოსამსახურეები

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნულია მერის უფლებამოსილების ვადით.

2. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.“.

 

გ) დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 18. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში

მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომ – მერის წარმომადგენელი) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს მერი.“.

დ) დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. მერიაში არსებული ვაკანსიის შევსებამდე, მერიის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:

ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მერის ერთ-ერთ მოადგილეს;

ბ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის, განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე