ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016487
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
30/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
010250050.35.132.016487
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/07/2020 - 19/06/2025)

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
1. ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების ცალმხრივი მოძრაობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე, ხოლო სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაო­ბი­სათ­ვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოს და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, თანახმად და­ნარ­თი №1, 1, 1 და 1-სა.

2. ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გამოიყოს სამარშრუტო სატრანსპორ­ტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან სტეფანე ზუბა­ლაშ­ვილის ქუჩამდე, თანახმად დანართი №2 და 2-სა.

3. ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების ცალმხრივი მოძრაობა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშ­ვი­ლის ქუჩამდე, თანახმად დანართი №3-სა.

4. ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა 26 მაისის ქუჩიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩამდე, ხოლო სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთ­ვნილი ზოლი გამოიყოს და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ალექსანდრე გრიბოე­დო­ვის ქუჩიდან თბილისის მოედნამდე, თანახმად დანართი №4, 4, 4 და 4-სა.

5. ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების ცალმხრივი მოძრაობა პარმენ ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, თანახმად  და­ნართი №5-სა.

6. ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების ცალმხრივი მოძრაობა ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე, თანახმად დანართი №6-სა.

მუხლი 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

ა) დადგენილების ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩების აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით და სამარშ­რუ­ტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზო­ლის მონიშვნით;

ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.

მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებე­ბის (M3 კატეგორია) მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვ­რული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართ­ვე­ლოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათ­ვა­ლის­წინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე