დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017023 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016412) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიულ ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების, აგრეთვე, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამხრე ვიდეოკამერებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული/განთავსებული ვიდეოტექნიკის საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები