„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ“

  • Word
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
მიღების თარიღი 29/03/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16(23), 09/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.507
  • Word
5
29/03/1999
სსმ, 16(23), 09/04/1999
100.012.003.507
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ“
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.507

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება 5

1999 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის 707, 708 და 706 ბრძანებულებების თანახმად, ვბრძანებ:

1. 1999 წლის 3 მაისის 10 საათიდან მიგრანტთა ინსპექტირება შემოღებული იქნეს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

2. სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტმა (შემდგომში მკდ) ა.წ. 5 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ინფორმირება თბილისის აეროპორტში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ;

ბ) თბილისის აეროპორტში მიგრაციული ნაკადების მიერ სახელმწიფო საზღვრის განმხოლოებული კვეთის პრინციპის შემოღების მიზნით ე.წ. "წითელი კარების" და "მწვანე კარების" გაფორმება და მათი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა.

3. სატრანსპორტო ორგანიზაციებმა, თბილისის აეროპორტში საქართველოში შემომსვლელი და საქართველოდან გამსვლელი თვითმფრინავების სამგზავრო ბილეთის ფასში (წინასწარი გაყიდვის დროსაც) გაითვალისწინონ კანონით დადგენილი მიგრანტთა ინსპექტირების შესაბამისი მოსაკრებელი და იხელმძღვანელონ ბრძანებით (1998 წლის 12 დეკემბრის 19) დამტკიცებული "მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდევინების ინსტრუქციით".

4. კონტროლი ბრძანების შესრულბაზე დაევალოს მკდ-ს თავჯდომარეს თ. გუგუშვილს.

ვ. ვაშაკიძე