„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების დოკუმენტაციის დამტკიცებისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“

  • Word
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების დოკუმენტაციის დამტკიცებისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიღების თარიღი 01/04/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16(23), 09/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.506
  • Word
180
01/04/1999
სსმ, 16(23), 09/04/1999
370.012.003.506
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების დოკუმენტაციის დამტკიცებისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.506.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 180

1999 წელი 1 აპრილი

ქ. თბილისი

"სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების დოკუმენტაციის დამტკიცების და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ"

1999 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონი. კანონით განისაზღვრა სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის მიზნები, დასაზღვევი საწარმოები, დაზღვევის ხელშეკრულების სუბიექტები, სადაზღვევო შემთხვევები, დაზღვევის ხელშეკრულების დადების წესი, კანონის დარღვევისათვის პასუხისმგელობის სისტემა და სხვა.

საქართველოს კანონის "სავალებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" რეალიზაციის მიზნით, ვბრძანებ:

1. დაევალოს საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტს (ჯ. სურმავა), საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრებს, ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოს, შს სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), შს საქალაქო და რაიონული ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების უფროსებს:

ა) ორგანიზაცია გაუწიონ სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახრების ოფიცერთა შემადგენლობის მიერ "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების შესწავლას და რეალიზაციას;

ბ) ხელი შეუწყონ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელების ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციებს დაუზღვეველი საწარმოების (ობიექტების) გამოვლენაში და სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელების ორგანიზაციაში;

გ) "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეო დაზღვევის შესახებ" მუხლი 19, პუნქტი 1-ის შესაბამისად კანონის დამრღვევთა მიმართ მიიღონ კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები.

2. დამტკიცდეს "სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევისა და შემოწმების აქტის" თანდართული ფორმა (დანართი 1) საქართველოს კანონის "სახანძრო უსაფრთხების შესახებ" მუხლი 11, პუნქტი 4, "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის მუხლი 6, პუნქტი 4-ის შესაბამისად და მის შესასრულებლად.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დ. გულუას.

5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

კ. თარგამაძე

სახელმწიფო ხანძარსაწინააღდეგო ზედამხედველობა სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევისა და შემოწმების

 

ა ქ ტ ი

(აქტი მოქმედებს გაცემიდან 60 დღის განმავლობაში)

___________________________             "___" ___________ 1999 წ.

          (ქალაქი)

________________________________________________________________

(აღინიშნება საწარმოს (ობიექტის) ხელმძღვანელის თანამდებობა, გვარი,

________________________________________________________________

ინიციალები,ტელეფონი,ფაქსი რომლის საკუთრებაში, კანონიერ სარგებლობაში

________________________________________________________________

იმყოფება შენობა ნაგებობა და სხვა)

________________________________________________________________

მე ______________________________________________________________

 (ავტონომიური რესპუბლიკის, ქ.თბილისის,სამხარეო ტერიტორიული

________________________________________________________________

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორის

________________________________________________________________

თანამდებობა,გვარი, ინიციალები)

განვიხილე________________________________________________________

(აღინიშნება ქალაქის,რაიონის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო

________________________________________________________________

ზედამხედველობის ინსპექტორის გვარი, თანამდებობა, ინიციალები)

წარმოდგენილი ოქმი_______________________________________________

(აღინიშნება საწარმოს (ობიექტის)დასახელება)

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის საერთო მდგომარეობის ზოგადი შეფასების შესახებ, რის საფუძველზე შევადგინე წინამდებარე აქტი:

ობიექტის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს________________ლარს

სადაზღვევო ორგანიზაციებზე ________________________________________

                                          (მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის დასახელება)

                                                          1999 წლის "___" _______________

                                                                                                          (თვე, რიცხვი)

გაცემული განცხადება __________ საფუძველზე

 

საწარმოში (ობიექტზე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის

საერთო მდგომარეობის ზოგადი შეფასება

1. შენობის, ნაგებობის კონსტრუქციული და დაგეგმარების გადაწყეტილებათა შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება შენობის, ნაგებობის ცეცხლმედეგობის ხარისხის შესაბამისობა

________________________________________________________________

ნორმატიულ მოთხოვნებთან, საევაკუაციო გასასვლელებისა და გზების

________________________________________________________________

მდგომარეობა და მათი შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან,

________________________________________________________________

ხანძარსაწინააღმდეგო

________________________________________________________________

კედლებისა და ზღუდეების მდგომარეობა, ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების

________________________________________________________________

დაცვის მდგომარეობა და სხვ.)

2. ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება შიდა და გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების

________________________________________________________________

სისტემების მდგომარეობა და მათი შესაბამისობა

________________________________________________________________

ნორმატიულ მოთხოვნებთან)

3. სავენტილაციო სისტემების მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება სავენტილაციო დანადგარების განთავსების შესაბამისობა

________________________________________________________________

სავენტილაციო კამერების, მზღუდავი კონსტრუქციების, არხების, ჰაერსატარი

________________________________________________________________

მილების ცეცხლმედეგობის ხარისხის, გაყვანისა და მონტაჟის შესაბამისობა

________________________________________________________________

ნორმატიულ მოთხოვნებთან)

4. გათბობის სისტემების მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება გათბობის სისტემების მოწყობის შესაბამისობა ნორმატიულ

________________________________________________________________

მოთხოვნებთან, ელექტროგასათბობი ხელსაწყოების მონტაჟისა და

________________________________________________________________

ექსპლოატაციის წესების დაცვის მდგომარეობა, სათბობი ღუმულებისა და

________________________________________________________________

საკვამურების მდგომარეობა და სხვ.)

5. ელექტრომოწყობილობების და ელექტროქსელების მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება ელექტრომოწყობილობების და დანადგარების მოწყობის

________________________________________________________________

შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან, საევაკუაციო განათების არსებობა

________________________________________________________________

და მდგომარეობა, ელექტროქსელების მონტაჟის და

________________________________________________________________

ექსპლუატაციის მდგომარეობა და სხვ.

6. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორგანიზაციო ღონისძიებათა მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება ხანძარსაწინააღმდეგო სარეჟიმო და სახანძრო

________________________________________________________________

უსაფრთხოების საორგანიზაციო ღონისძიებათა

________________________________________________________________

შესრულების მდგომარეობა)

7. ხანძრის ავტომატური ქრობის სისტემების მდგომარეობის შეფასება

(აღინიშნება ხანძრის ავტომატური ქრობის სისტემების მდგომარეობა,

________________________________________________________________

ექსპლუატაციის წესების დაცვა და მათი შესაბამისობა

________________________________________________________________

ნორმატიულ მოთხოვნებთან)

8. ობიექტის დამცავი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ფუნქციონირების მდგომარეობა

________________________________________________________________

აღინიშნება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენახვის, მატერიალურ-

________________________________________________________________

ტექნიკური უზრუნველყოფის და მისი ბრძოლისუნარიანობის მდგომარეობა, ასევ

________________________________________________________________

მათი როლი ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციაში)

9. ხანძრის ავტომატური აღმოჩენის სისტემების და სახანძრო ინვენტარის მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება ხანძრის ავტომატური აღმოჩენის სისტემების

________________________________________________________________

მდგომარეობა,ექსპლუატაციის წესების დაცვა და მათი შესაბამისობა

________________________________________________________________

ნორმატიულ მოთხოვნებთან, ასევე სახანძრო ინვენტარის არსებობა და

________________________________________________________________

ვარგისიანობა

10. ფეთქებადსაწინააღმდეგო და ფეთქებადსაშიში ნივთიერებათა საცავების მდგომარეობის შეფასება

________________________________________________________________

(აღინიშნება ფეთქებადსაწინააღმდეგო და ფეთქებადსაშიში ნივთიერებათა

________________________________________________________________

საცავების არსებობა)

 

ბ.ა. __________________________________________________

 (ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, სამხარეო სახელმწიფო

 ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი, გვარი,

 ინიციალები)

ხელმოწერა ____________________