ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016406
10
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
210020010.35.138.016406
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად განთავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 3

ფიზიკურ პირებსა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა გადაუნაწილდებათ შემდგომ თვეებზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 4
ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ დასუფთავების მოსაკრებლის დროებით გათავისუფლებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე