დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016012 |
|
ქალაქ ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელი. მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები