ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016010
276
24/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
000000000.00.123.016010
ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №276

2020 წლის 24 ივნისი

ქ. ქუთაისი

ქალაქ ქუთაისში უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას, სახელი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე,

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                            ირაკლი  შენგელია