ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016011
277
24/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
000000000.00.123.016011
ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №277

2020 წლის  24 ივნისი

ქალაქი  ქუთაისი 

 

ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევს მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის მფლობელის,  მალხაზ კუხიანიძის სახელი.

 მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.  

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე,

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                         ირაკლი  შენგელია