დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022103 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/04/2020, 280120000.10.003.021930) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამის“: ა) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის მიერ მიმდინარე თვის ვაუჩერის წარდგენა მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაძლებელია მომსახურების მიწოდების მიმდინარე თვის დასრულებამდე, მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენის ვადით; ა.ა) დანართ 1.5-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე თანხის ანაზღაურება განხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენილი ვაუჩერების რაოდენობის გათვალისწინებით, თვის ვაუჩერის ღირებულების: შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში − 336 ლარის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში − 525 ლარის, ხოლო მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში − ყოველ სამუშაო დღეზე 8 ლარის 60%-ის ოდენობით; ბ) განახლდეს გადაწყვეტილებების მიღება დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მხოლოდ იმ ბენეფიციარების მომსახურებებში ჩართვის მიზნით, რომლებმაც აღნიშნულის მოთხოვნით განცხადებით მიმართეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და შემდგომ პერიოდში და განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა); გ) 2020 წლის 1 ივლისიდან განახლდეს მომსახურების მიწოდება დანართ 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“), დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“), დანართ 1.6-ის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“), დანართ 1.11-ისა („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ დღის ცენტრების კომპონენტის“) და დანართ 1.13-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში; დ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან განახლდეს მომსახურების მიწოდება დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში; ე) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ბენეფიციარებზე: ე.ა) მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე, მარტის თვეში მოქმედი ვაუჩერის თვის შესაბამისად, გაიცეს კვების მატერიალიზებული ვაუჩერი, მაგრამ ერთჯერადად არაუმეტეს 3 თვისა (ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი); ე.ბ) მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე, 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით და შემდგომ თვეებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, გაიცეს კვების მატერიალიზებული ვაუჩერი, მაგრამ ერთჯერადად არაუმეტეს 3 თვისა (ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი); ვ) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება დანართ 1.1-ის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან: ვ.ა) ვაუჩერი გაიცემა დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ბენეფიციარებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში) ბენეფიციარზე/ ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას; ვ.ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება; ვ.გ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით; ვ.დ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები