დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6407-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.019900 |
|
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.019680) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I–VI თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 10,212,699.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 8,979,350.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 558,349.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 675,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების 2020 წლის მაჩვენებელში გათვალისწინებულია StopCov ფონდში მიღებული 133.5 მლნ ლარი. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 12,556,416.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,917,825.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,007,825.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-4,261,542.9) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 2,743,296.6 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 2,823,296.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 80,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 7,004,839.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 8,037,570.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 1 850 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) განვითარების პოლიტიკის ოპერაციის (DPO-2019) პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 156 100.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (MFA) პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 66 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ე) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 390 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ვ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) II) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 192 900.0 ათასი ლარის ოდენობით; ზ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 297 000.0 ათასი ლარის ოდენობით; თ) სოციალური კეთილდღეობის პროგრამის III ფაზის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 225 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ი) COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; კ) გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის ფარგლებში (COVID-19-ის პანდემია) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები სახსრები − 603 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ლ) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მატრიცის (სოციალური დაცვის) პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 600 000.0 ათასი ლარის ოდენობით; მ) განათლების სექტორისთვის დარგობრივი სესხის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 120 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ნ) წყლის სექტორისთვის დარგობრივი სესხის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ო) ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 150 000.0 ათასი ლარის ოდენობით; პ) განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დამატებითი მხარდაჭერის/დაფინანსების პროექტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 585 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ჟ) ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; რ) ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამის (COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება) ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სახსრები − 150 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ს) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ტ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; უ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1,032,570.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,032,731.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 28,395.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 22,428.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 5,966.8 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: 1. გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსი (2020 წლის ივნისის მდგომარეობით): 1 ევრო = 3.3422 ლარი; 1 SDR = 4,1047 ლარი; 10 ჩინური იუანი = 4.191 ლარი; 100 იაპონური იენი = 2.74 ლარი; 1 ქუვეითური დინარი = 9.6823 ლარი; 1 აშშ დოლარი = 2,9841 ლარი. საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. 2. ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.
მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 2020 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 4 152.1 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 8.3%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%); ბ) 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 54.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 1.3%-ით − ჯამი: მშპ-ის 55.7% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). შენიშვნა: 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით PPP-ის ვალდებულებების შესახებ მონაცემებს განაახლებენ და საბიუჯეტო დოკუმენტაციაში ასახავენ შესაბამისი სუბიექტები 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის აუდიტის დასრულებისთანავე. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სუბიექტი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა. თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამისშემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“.
2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 166,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების გარდა, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისთვის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის (25 07 – ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია) და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის (32 02 11 – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) უფლებამოსილებების დელეგირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის სახით განსაზღვრული 3,400.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 70,000.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“. 3. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 400 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის − „56 17 − StopCoV ფონდი“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ეს ასიგნებები მიიმართოს მხოლოდ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და, მისი გავრცელებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა დახმარების დასაფინანსებლად.“. 4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სახელმწიფო ვალი 1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 360 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 985 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 267 700.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 717 300.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 375 000 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 62 000.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 211 000.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურებისათვის – 102 000.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 35 000.0 ათასი ლარით (დაზუსტდება საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე), ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 40 000.0 ათასი ლარით. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 15 მარტს გამოშვებული 240 846.0 ათასი ლარის სახელმწიფო ობლიგაციების განახლება და 40 000.0 ათასი ლარის ფასიანი ქაღალდების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 5. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვროს 1 850 000.0 ათასი ლარით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 1 850 000.0 ათასი ლარიდან არაუმეტეს 600 000.0 ათასი ლარისა გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის და ამ მიზნით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სრულად განათავსოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში (შეიძინოს სადეპოზიტო სერტიფიკატები) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის №845 განკარგულების შესაბამისად. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1 250 000.0 ათას ლარს.“. 5. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამ კანონის 26-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.“. 6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯილდოს და დანამატის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწესებული დანამატებისა; თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 24 ივნისი 2020 წ. N6407-IIს |
დოკუმენტის კომენტარები