„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 26/06/2020
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016011
11/ნ
26/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
220050000.66.078.016011
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სსიპ  დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

ბრძანება  №11/ნ


2020 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ და „კ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,“.

2. ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განაკვეთების გათვალისწინებით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით. შენატანის დაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მიმდინარე თვის წინა თვისთვის (შემდგომში – საანგარიშო თვე) განთავსებულ დაზღვეულ დეპოზიტებს დამატებული დარიცხული პროცენტი. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის ტერმინი „დარიცხული პროცენტი“ გულისხმობს სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივად დარიცხულ პროცენტს.

2. ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის 0.03%-ს, ხოლო უცხოური ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტებისათვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.“.

3. ინსტრუქციის დანართ №1-ში, „ფორმა 01: ყოველთვიური ანგარიში დაზღვეული დეპოზიტების შესახებ“, ცხრილის სვეტში:

ა) 1.4.1.პუნქტის აღწერა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4.1. დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა 15,000 ლარამდე“;

ბ) 1.4.2 პუნქტის აღწერა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4.2. დაუზღვეველი ნაწილის მთლიანი მოცულობა 15,000 ლარს ზემოთ (1.4. – 1.4.1.)“;

გ) 1.5 პუნქტის აღწერა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.5 შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების ლარში განთავსებული ნაწილისთვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.03 %“.

4. ინსტრუქციის დანართ №1-ში „1.4.1. ქვეპუნქტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4.1 ქვეპუნქტი:

- A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფიზიკური პირების 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ყველა დაზღვეული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობისა (1.4.1.1. ქვეპუნქტი) და უცხოურ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების (1.4.1.2. ქვეპუნქტი) ოდენობის ჯამი. ბანკი ვალდებულია თითოეული ფიზიკური პირის დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა გამოითვალოს ცალ-ცალკე შემდეგი წესით:

o დააჯამოს ყველა ბალანსი (ლარში არსებული დეპოზიტები და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები კონვერტირებული ლარში);

o გამოთვალოს ლარში დაანგარიშებულ ჯამურ ბალანსში შემავალი თითოეული ვალუტის კოეფიციენტი, აღნიშნულ ვალუტებში არსებული თანხის სრული ოდენობის (უცხოური ვალუტის შემთხვევაში ლარში კონვერტირებული) გაყოფით ჯამურ ბალანსზე. 

o 15,000 ლარამდე არსებული თითოეული ვალუტისთვის მიღებული კოეფიციენტის 15,000 ლარზე გამრავლებით გამოიანგარიშოს მისი წილი დაზღვეულ თანხაში.

o  არსებობის შემთხვევაში, გამოითვალოს ფიზიკური პირების ნარჩენი დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში გამოთვლილი ანგარიშების საერთო ოდენობისთვის თითოეულ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის გამოკლებით.

 

თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტებისათვის, რომლებსაც ფლობს ორი ან რამდენიმე ფიზიკური პირი, თითოეული დეპოზიტორის დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობის დაანგარიშების მიზნით, ბანკმა უნდა გაითვალისწინოს თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის შესაბამისი ნაწილი (მაგ: თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსის 50% თითოეული დეპოზიტორისთვის).

 

მაგალითი:

დეპოზიტორ „ა“-ს საანგარიშო თვის ბოლოსთვის აქვს 3  დაზღვეული დეპოზიტი

 

ვალუტა

ოდენობა

გაცვლითი კურსი

ლარში

ვალუტის კოეფიციენტი

დაზღვეული დეპოზიტები

დაუზღვეველი დეპოზიტები

ლარი

3,000.00

1

3,000.00

0.1875

2,812.50

187.50

აშშ დოლარი

3,000.00

3.2000

9,600.00

0.6000

9,000.00

600.00

ევრო

1,000.00

3.4000

3,400.00

0.2125

3,187.50

212.50

 

 

 

16,000.00

1.0000

15,000.00

1,000.00

 

ბანკი ჩასვამს  – 1.4.1. პუნქტში 15,000.00 ლარს, საიდანაც 1.4.1.1. ქვეპუნქტში იქნება 2,812.50 ლარი,  ხოლო 1.4.1.2. ქვეპუნქტში – 9,000.00 ლარისა (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის აშშ დოლარში განთავსებულ ნაწილს) და 3,187.50 ლარის (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის ევროში განთავსებულ ნაწილს) ჯამს, თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.

შესაბამისად, თითოეული დეპოზიტორის ლარში დაანგარიშებული ჯამური დეპოზიტების დაუზღვეველი ნაწილი მითითებული იქნება 1.4.2 პუნქტში, იმავე წესის გათვალისწინებით.   

o B სვეტში ბანკი მიუთითებს  დაზღვეული ანგარიშების საერთო რაოდენობას (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, დეპოზიტორ „ა“-ს 3 ანგარიში);

C სვეტში ბანკი მიუთითებს იმ დეპოზიტორების საერთო რაოდენობას, რომელთა ანგარიშებიც დაზღვეულია (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში – დეპოზიტორი „ა“ – 1 დეპოზიტორი)“.

5. ინსტრუქციის დანართ №1-ში „1.4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4.2 ქვეპუნქტი –  დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო რაოდენობა

 

ბანკები უთითებენ მხოლოდ იმ დეპოზიტორების მონაცემებს, რომელთა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტების ჯამი აღემატება 15,000 ლარს:

o A სვეტში ბანკი უთითებს ყველა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტის დაუზღვეველ ოდენობას, რომელიც წარმოადგენს ჯამური ოდენობისა და დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობის სხვაობას, თითოეული ვალუტისათვის ცალ-ცალკე, ქვემოთ მოცემული მაგალითის შესაბამისად;   

o  B სვეტში ბანკი უთითებს დაუზღვეველი ანგარიშების რაოდენობას;

o C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).   

 

სააგენტო 1.4.1.1. ქვეპუნქტში მოცემულ ციფრებს გამოიყენებს ბანკის მიერ ლარში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი ყოველთვიური შენატანის ოდენობას აღნიშნული ციფრის 0.03%-ზე გამრავლებით.  

სააგენტო 1.4.1.2. ქვეპუნქტში მოცემულ ციფრებს გამოიყენებს ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი ყოველთვიური შენატანის ოდენობას აღნიშნული ციფრის 0.1%-ზე გამრავლებით.  

ბანკის მიერ ყოველთვიურად რეგულარული შენატანის სახით გადასახდელი თანხა წარმოადგენს ლარში და უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი თანხის ჯამს.“. 

6. ინსტრუქციის დანართ №1-ში „დ“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„დ“ ნაწილი  – შენატანის ოდენობა

1.5. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი დაზღვეული დეპოზიტების ლარში გამოსახული ნაწილისთვის, 1.4.1.1. პუნქტში დაფიქსირებული ლარში გამოსახული დეპოზიტებისათვის 0.03 პროცენტის მიყენებით;  

1.6. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი დაზღვეული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გამოსახული ნაწილისთვის, 1.4.1.2 პუნქტში დაფიქსირებული უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისთვის 0.1 პროცენტის მიყენებით;

1.7. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს გადასახდელი შენატანის ოდენობა, 1.5 პუნქტში მითითებული ლარში გამოსახულ დეპოზიტებზე შენატანისა და 1.6 პუნქტში მითითებული უცხოურ ვალუტაში გამოსახულ დეპოზიტებზე შენატანის შეკრებით.    

„დ“ ნაწილის „B“, „C“ და „D“ სვეტი რჩება შეუვსებელი.

„ა“ დეპოზიტორისათვის გადასახდელი შენატანის ოდენობის დაანგარიშების მაგალითი:

D

ნაწილი

 

 

 

1.5.

შენატანი დაზღვეული დეპოზიტების ლარში განთავსებული ნაწილისთვის – 0.03 %

0,84

x

x

1.6.

შენატანი დაზღვეული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული ნაწილისთვის – 0.1%

12,19

x

x

1.7.

შენატანის ჯამური ოდენობა, რომელიც გადახდილი უნდა იქნას 15 რიცხვამდე

13,03

X

X

 

7. ინსტრუქციის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 

ფორმა 02 – ყოველთვიური ანგარიში ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით

 

დეპოზიტების კატეგორიზაცია, ლარში

ლარში არსებული დეპოზიტები

უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში

დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში

თითოეულ კატეგორიაში არსებული დეპოზიტორების რაოდენობა

1

   1,000-მდე

 

 

0

 

2

   1,000.01-დან 2,000-მდე

 

 

0

 

3

   2,000.01-დან 3,000-მდე

 

 

0

 

4

   3,000.01-დან 4,000-მდე

 

 

0

 

5

   4,000.01-დან 5,000-მდე

 

 

0

 

6

   5,000.01-დან 6,000-მდე

 

 

0

 

7

   6,000.01-დან 7,000-მდე

 

 

0

 

8

   7,000.01-დან 8,000-მდე

 

 

0

 

9

   8,000.01-დან 9,000-მდე

 

 

0

 

10

   9,000.01-დან 10,000-მდე

 

 

0

 

11

   10,000.01-დან 20,000-მდე

 

 

0

 

12

   20,000.01-დან 30,000-მდე

 

 

 0

 

13

   30,000.01-დან 100,000-მდე

 

 

0

 

14

   100,000.01-დან

 

 

0

 

15

   სულ

0

0

0

0

 

ყველა ოდენობა მოცემულია ლარში, მეასედებამდე დამრგვალებით, საანგარიშო თვის ბოლო დღის მდგომარეობით, როგორიცაა, მაგალითად, 31 დეკემბერი, 31 იანვარი, 28 თებერვალი და ა.შ.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ბანკები იყენებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ იმ ოფიციალურ გაცვლით კურსს, რომელიც ძალაშია საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის (მაგ: 31 დეკემბერი, 31 იანვარი და ა.შ.). 

ბანკებმა უნდა დააჯამონ თითოეული ფიზიკური პირი დეპოზიტორის ყველა დეპოზიტი.

შემდგომ ნაბიჯად, ბანკებმა უნდა მოახდინონ დეპოზიტების ჯამური თანხის კლასიფიცირება ზემოთ ჩამოთვლილი 14 კატეგორიიდან რომელიმეში, ლარში გამოსახული ჯამური ოდენობის გათვალისწინებით.  

თუ დეპოზიტორს აქვს დეპოზიტები ლარში და უცხოურ ვალუტაში (რომელიც, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისთვის, კონვერტირებულია ლარში), ამგვარი დეპოზიტები წარმოდგენილი უნდა იყოს განცალკევებულად, დეპოზიტების ჯამური ოდენობის შესაბამის კატეგორიაში ასახვით.

პირველ მწკრივში (დეპოზიტები, რომელთა ჯამური ოდენობა 1,000 ლარამდეა), ბანკებმა უნდა მიუთითონ ყველა ფიზიკური პირის 1,000 ლარამდე  ყველა დეპოზიტის (ლარში და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების) ჯამური ოდენობა და ყველა დეპოზიტორის რაოდენობა, რომელთა დეპოზიტების ჯამური ოდენობა 1,000 ლარს არ აღემატება.    

შესაბამისად, ბანკებმა უნდა მოახდინონ ყველა სხვა დეპოზიტის კლასიფიცირება, შესაბამისი კატეგორიების გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემული მაგალითის საფუძველზე.

მაგალითი:

დეპოზიტორ „ა“-ს აქვს სამი დეპოზიტი, როგორც ეს მოცემულია ცხრილში. დეპოზიტების ჯამური თანხა შეადგენს 6,140.00 ლარს. დეპოზიტორ „ა“-ს დეპოზიტები კლასიფიცირდება 6,000.01-დან 7,000-მდე კატეგორიაში, მაშინ როცა მისი ლარში არსებული დეპოზიტები შეადგენს 1,000 ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში – 5,140.00 ლარს, დეპოზიტორის რაოდენობა -1.

ვალუტა

ოდენობა

გაცვლითი კურსი

ლარში:

ლარი

1,000.00

1

1,000.00

აშშ დოლარი

1,500.00

3,2000

4,800.00

ევრო

100.00

3,4000

340.00

 

 

 

6,140.00

 

8. ინსტრუქციის დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

 

ფორმა 03 – ინფორმაცია იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით

 

დეპოზიტების კატეგორიზაცია, ლარში

ლარში არსებული დეპოზიტები

უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში

დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში

თითოეულ კატეგორიაში არსებული დეპოზიტორების რაოდენობა

1

   1,000-მდე

 

 

0

 

2

   1,000.01-დან 2,000-მდე

 

 

0

 

3

   2,000.01-დან 3,000-მდე

 

 

0

 

4

   3,000.01-დან 4,000-მდე

 

 

0

 

5

   4,000.01-დან 5,000-მდე

 

 

0

 

6

   5,000.01-დან 6,000-მდე

 

 

0

 

7

   6,000.01-დან 7,000-მდე

 

 

0

 

8

   7,000.01-დან 8,000-მდე

 

 

0

 

9

   8,000.01-დან 9,000-მდე

 

 

0

 

10

   9,000.01-დან 10,000-მდე

 

 

0

 

11

   10,000.01-დან 20,000-მდე

 

 

0

 

12

   20,000.01-დან 30,000-მდე

 

 

 0

 

13

   30,000.01-დან 100,000-მდე

 

 

0

 

14

   100,000.01-დან

 

 

0

 

15

   სულ

0

0

0

0

 

ბანკებმა ფორმა 03 უნდა მოამზადონ იმავე წესების დაცვით, რაც მითითებულია ფორმა 02-ის შევსების ინსტრუქციაში, შესაბამის კატეგორიებში იურიდიული პირების ჯამური დეპოზიტების ჩაშლით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.


სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი