დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016431 |
15
25/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
010250050.35.140.016431
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2017; ს/კოდი: (010250050.35.140.016258) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები