„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 26/06/2020
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016010
10/ნ
26/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
220050000.66.078.016010
„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
 

სსიპ   დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

 

ბრძანება   №10/ნ

2020 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ  – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის  2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის  2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის „დანართი №1“ და  „დანართი№2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

კომერციული ბანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:

„2020 წლის 1 ივლისიდან, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge. “.

 

„დანართი №2

ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციულ ბანკი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

„2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.


სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი