დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016350 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“– ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 70-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 01.01.2020 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016340), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა:
|
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №24 დადგენილებაში.
|
მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 21,460.8 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები 11,259.5 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გრანტები |
ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,009.7 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 12,096.4 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12,236.2 ათ.ლარით, მათ შორის
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12,324.1 ათ.ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 87.9 ათ. ლარით თანდართული რედაქციით (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციალურ ჭრილში |
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-2,871.8) ათ. ლარის ოდენობით, ხოლო საოპერაციო სალლო 9,364.4 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-2,941.9) ათ.ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 70,1 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 420,7 ათას ლარს, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 350,6 ათასი ლარი.
|
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00 )
|
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10,766.1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,410.8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00 )
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,500.7 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,327.1 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას,
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,366.7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 18.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2020 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 147.7 ათ.ლარს.
|
მუხლი 23.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 99.3 ათ. ლარი გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 24.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები