ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016371
16
26/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
010250020.35.139.016371
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2020 წლის 26 ივნისი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, თანახმად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018 წელი) და

1. დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სოციალური და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.

2. დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„6. ინფრასრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა“.

3. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე მიიღება კონკურსის გარეშე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. მერის წარმომადგენელი:

ა) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ბ) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.

4. მერის წარმომადგენელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;

ე) შეიმუშვებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ვ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

თ) უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით;.

ი) უზრუნველყოფს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენელისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

5. წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი (გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით) შესახებ;

ბ) საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტი;

გ) გარდაცვალების ფაქტი;

დ) სამოქმედო ტერიტოიაზე მაცხოვრებლის აქტი-დახასიათება;

ე) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;

ვ) ფაქტი ნივთის/საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ.

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესების და მრგვალი ხე-ტყის (მორი) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად ხე-მცენარის ადგილწარმოშობის შესახებ;

თ) დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადება;

6. მერის წარმომადგენელი, მოთხოვნის შესაბამისად მერს წარუდგენს ინფორმაციას:

ა) შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

დ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ე) სოციალური (ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურული ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიური მოვლენებისგან დასაცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ვ)„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ბინის მესაკუთრეთა გაერთიანება - ამხანაგობებისათვის ხელშეწყობა;

ზ) მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება და გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

7. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

8. მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;

9. მერის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მერის წარმომადგენელის სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში.

10. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის სპეციალისტი:

ა) მერის წარმომადგენელის სპეციალისტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

ბ) მერის წარმომადგენელის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია მერისა და წარმომადგენლის წინაშე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი