ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
26/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
010250020.35.139.016372
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/06/2020 - 17/03/2021)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2020 წლის 26 ივნისი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N7 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010250020.35.139.016265)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ადმინისტრაციული სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის  საქმისწარმოებას დადგენილი წესით, დოკუმენტური, ანალიტიკური, სოციალური და საინფორმაციო კუთხით. „ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს მერიის საქმიანობისათვის შესაბამისი  პირობების  შექმნა.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური       შედგება          სამსახურის     ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებები) და  მასში შემავალი სპეციალისტებისაგან.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირვალადი სტრუქტურული ერთეულის  ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში სამსახური) ქვედანაყოფებია:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირვალადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეული -  საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირვალადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეული - ჯანმრთელობის დაცვის,  სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირვალადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეული - მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება.

3.სამსახურის საქმიანობას     წარმართავს    სამსახურის     ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით

4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მისი რეკომენდაციით უფლება– მოვალეობებს             ახორციელებს             ერთ–ერთი      განყოფილების ხელმძღვანელი ან შეუძლებლობის შემთხვევაში რომელიმე სპეციალისტი;

5. სამსახურის   მოხელეთა   თანამდებოაზე   დანიშვნა–გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას

ბ)მერის და სხვა თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების გამოქვეყნებას.

გ) მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას

დ) მერის დავალებების შესრულების კონტროლს

ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესისა და პროცედურების  დაცვას

ვ) საქმისწარმოებაში არსებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას.

ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივირებას.

თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა  გაერთიანებებთან.

 ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას

 კ) ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას.

ლ) სოციალური დაცვის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა  განხორციელების კოორდინაციას.

მ)უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას.

ნ) სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას.

ო) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას


მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან    ათავისუფლებს მერი  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.ბროჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაიული სამსახურის  ხელმძღვანელი:

ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების ხელმძღვანელებსა და საჯარო მოხელეთა შორის;

გ)მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს.

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ვ)მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებული  სამუშაოთა შესახებ.

ზ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის და მერის მოადგილის წინაშე.


მუხლი 5. განყოფილების ხელმძღვანელი.
1. განყოფილების ხელმძღვანელს  ,,საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

დ) იბარებს და აბარებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.

ე) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ  სამუშაო გეგმების და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ.

 ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.

ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ.

თ) ახორციელებს       მოქმედი         კანონმდებლობით,    მერიის            დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ– ერთი  მოხელე.


მუხლი 6. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას

ბ) შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას.

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის

დ)დავალებების  სათანადო გაფორმებას.

ე) დავალებების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას.

ვ) დოკუმენტების გაგზავნას.

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად.

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას

კ) საქმისწაროებაში ბეჭდის, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას.

ლ) მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე.

მ) მერიის საქმიანობის ანგარიშების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნება.

ნ)ჟურნალისტების აკრედიატაციას მერიაში

ო)საინფორმაციო– საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება

პ)“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს,    საკადრო         საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას.

ჟ) მერიის სტრუქტურული ერთეულის კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადმიანური რესურსების მართვის სფეროში.

რ) თვითმმართველი თემის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მოანცემების დამუშავების, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას.

ს)მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ტ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის  ანალიზს,  მათი  მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული  წინადადებების მომზადებას.

უ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

2. განყოფილება ასრულებს მერის და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

3. განყოფილება ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;


მუხლი 7. ჯანმრთელობის დაცვის,  სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბორჯომის თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის            მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;.

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობას.;

გ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენას და მათ განხორციელებას;

დ) “ომისა და სამხედრო ძალების    ვეტერანების   შესახებ“ ქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ სამშობლოს  დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით  და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ დახმარებას თავისი კონპეტენციის ფარგლებში;

 ე) დევნილი მოსახლეობისათვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებას კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას და ზრუნვას მათ განხორციელებაზე;

ვ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

თ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;

ი) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

კ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას.

ნ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

2. განყოფილება ასრულებს მერის და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

3. განყოფილება ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;


მუხლი 8. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება
1. განყოფილება უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ქვემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების განხორციელებას;

ა) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემას;

ბ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას;

გ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადასტურებას;

დ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრას.“

2. განყოფილება უზრუნველყოფს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, მერიის მიერ გასაცემი ცნობის მოსამზადებლად უფლებამოსილი პირისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას;

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილ/პასუხისმგებელ საჯარო მოხელე(ებ)ს განსაზღვრავს მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

4. განყოფილება ასრულებს მერის და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

5. განყოფილება ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;


მუხლი 9. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი
1. სამსახურის  მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას

2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბმისად.

3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ბორჯომის თვითმმართველი თემის ბიუჯეტი.

4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული  მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი   წესით ახორციელებს თვითმმართველი თემის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. სამსახურის საქმიანობის კონტროლი განსახორციელებლად მერს უფლება აქვს, მოითხოვოს და დაუყონებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია


მუხლი 10. ცვლილებების და დამატების შეტანის წესი
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.