დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01/27 |
დოკუმენტის მიმღები | კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 24/03/1999 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 26/03/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 180.012.003.501 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.501
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის
ბრძანება №01/27
1999 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემისა და გავრცელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №68 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების" თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ёსაქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 1999 წლის 1 აპრილიდან.
ს. ესაკია
დებულება საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ
მუხლი 1. საერთო დებულებები
ა. წინამდებარე დებულება ადგენს საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის და გავრცელების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
ბ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის და გავრცელების ორგანიზაციას ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო.
გ. საფოსტო კავშირის საწარმოები გამავალი საფოსტო გზავნილებათა მიღებას ახორციელებენ მხოლოდ საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნებით.
დ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების როგორც მიმოქცევში შესვლა, ასევე მიმოქცევიდან ამოღება წარმოებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანებით.
ე. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროში იქმნება საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის კომისია (შემდგომში "კომისია"), რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით და ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით.
მუხლი 2. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები
ა. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები (საფოსტო მარკები, მარკიანი ბლოკები და მცირე ფურცლები, მარკიანი კონვერტები და ღია ბარათები), სანამ ისინი არ იქნებიან მიმოქცევიდან ამოღებული, გამოიყენება საფოსტო გზავნილებათა (წერილები, ღია ბარათები, ბანდეროლები) გადაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად და კოლექციონერთა (ფილატელისტთა) მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
ბ. საფოსტო საგადასახადო ნიშნები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება საფოსტო გზავნილებათა გადაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად, მიკუთვნება საკოლექციტო (ფილატელისტურ) კატეგორიას. ასეთებია: საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან, გაბათილებული და სხვა ქვეყნის მიერ გამოცემული საფოსტო საგადასახადო ნიშნები.
გ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების მოთხოვნებს. სიუჟეტებში უნდა აისახოს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა კულტურა და ისტორიული წარსული; მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო; ფლორა და ფაუნა; სპორტი; მთავარი მოვლენები საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვა.
დ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ რაც შეიძლება სრულად დაკმაყოფილდეს საფოსტო საწარმოების, მოსახლეობისა და კოლექციონერთა (ფილატელისტთა) მოთხოვნილებანი.
ე. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნებზე, თანახმად მსოფლიოს საფოსტო კავშირის კონვენციისა, აუცილებელია შემდეგი წარწერები: სახელმწიმფოს დასახელება ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად). ნომინალი, გამოშვების წელი. შეიძლება საფოსტო მარკებსა და ბლოკებზე არ იქნეს ნაჩვენები გამოშვების წელი, ხოლო ნომინალის ნაცვლად ნაჩვენები იქნეს ასოებრივი აღნიშვნები.
მუხლი 3. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის ორგანიზაცია
ა. კომისია განიხილავს და ამტკიცებს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის თემატურ გეგმებს.
ბ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის თემატური გეგმის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები არ შეიძლება ეძღვნებოდეს ცოცხალ პიროვნებებს; გამოჩენილი მოღვაწეების აღბეჭდვა საფოსტო საგადასახადო ნიშნებზე შეიძლება დაბადებიდან 25-ის ჯერადი საიუბილეო თარიღის აღნიშვნით, მაგრამ არანაკლებ 10 წლის შემდეგ მათი გარდაცვალებიდან (გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ამ დებულებიდან გადახვევა).
გ. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების, როგორიცაა - ქვეყნის და ქვეყანაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების, აგრეთვე წარმოებების, დაწესებულებებისა და სასწავლებლების ჩამოყალიბების იუბილეების ამსახველი საფოსტო საგადასახადო ნიშნები, გამოიცემა 50-ის ჯერადი თარიღის აღნიშვნით. კომისიის გადაწყვეტილებით დასაშვებია არაგეგმიური საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემაც.
დ. კომისია თემატური გეგმის დამტკიცების შემდეგ საფოსტო საგადასახადო ნიშნების ესკიზების დამზადების თაობაზე აძლევს დავალებას საწარმოს (შემდგომში "შემსრულებელი"), რომელთანაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საფოსტო საგადასახადო ნიშნების დამზადების თაობაზე.
ე. კომისია განიხილავს საფოსტო საგადასახადო ნიშნების მომზადებულ ესკიზების პროექტებს და მოწონების შემთხვევაში ამტკიცებს მათ. ესკიზები უნდა პასუხობდეს ამ დებულებით საფოსტო საგადასახადო ნიშნებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
ვ. დამტკიცებული ესკიზები კომისიის გადაწყვეტილებით დასაბეჭდად გადაეცემა "შემსრულებლებს".
მუხლი 4. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების ნომინალები და ტირაჟი
ა. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოშვების ყოველწლიური თემატური გეგმით გათვალისწინებულ საფოსტო საგადასახადო ნიშნების ტირაჟს და ნომინალს, საფოსტო საწარმოთა და კოლექციონერთა (ფილატელისტთა) მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია. ტირაჟის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე მსოფლიო საფოსტო კავშირის ბიუროში გასაგზავნი საფოსტო საგადასახადო ნიშნების 680 ეგზემპლარი.
ბ. საფოსტო საგადასახადო ნიშნების ნომინალები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებათა მოქმედ ტარიფებს.
გ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები შეიძლება გამოიცეს დამატებით ნომინალზე (საქველმოქმედო გამოშვება).
დ. ტარიფების შეცვლის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ხდება საფოსტო მარკებსა და ბლოკებზე წინაბეჭდების გაკეთება.
მუხლი 5. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების მიმოქცევაში გაშვების და მიმოქცევიდან ამოღების წესი
ა. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების მიმოქცევაში გაშვება ხდება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანებით.
ბ. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აქვთ საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების რეალიზაციის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ (სანამ ისინი არ იქნებიან მიმოქცევიდან ამოღებული), როგორც საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები, ხოლო მათი მიმოქცევიდან ამოღების შემდეგ, როგორც საკოლექციო. ამასთან, არავის არ აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მოახდინოს საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების რეალიზაცია ნომინალურ ღირებულებაზე დაბლა.
გ. საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება ხდება ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანებით.
ე. მიმოქცევიდან ამოღებული საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნები მიეკუთვნება საკოლექციო (ფილატელისტურ) კატეგორიას და არ გამოიყენება საფოსტო გზავნილებათა გადაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად.
დოკუმენტის კომენტარები