„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016535
15
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
010260020.35.153.016535
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2020 წლის 25 ივნისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge. 010260020.35.153.016478, 12/02/2019), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სამედიცინო  და  სოციალური  დახმარების პროგრამის“ მე-10 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 10. აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება.

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების  მქონე  არასრულწლოვანი  პირები.

2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია – ქცევითი თერაპიის კურსი).

3. მოქალაქემ დახმარების  მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)   წერილობითი განცხადება;

ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)   პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა );

ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია);

ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. დახმარება გაიცემა წელიწადში  ერთხელ, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე