დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016449 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 10/11/2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში თავისი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს მერის წარმომადგენელი და ასევე, მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი – ასისტენტი, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა პირი – ასისტენტი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) „მიწის ნაკვეთის უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ცნობით ადასტურებს მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემას“. დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით: „გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები