„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 28/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016632
2-529
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
010240030.22.023.016632
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-529

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/06/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016510) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით, ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ორგანოების ჩართულობით;

დ) საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვა;

ე) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა. აგრეთვე, სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასთან, საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან, ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების და ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

თ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ასევე, ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

კ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაცია;

ლ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

მ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;

ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

პ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

რ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ს) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ტ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

უ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ტყისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია;

ქ) წინადადებების მომზადება ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების, დაცული ტერიტორიების და ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ყ) ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროში არსებული პროექტების დარგობრივი კოორდინაცია, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ბიომრავალფეროვნებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა;

შ) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმისა და დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავებისთვის მომზადებული ტექნიკური დავალებების შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ხელს აწერს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას;“.

3. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაცული ტერიტორიებისა და ტყის პოლიტიკის სამმართველო“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

გ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია და ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაცია;

ი) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;

კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში“ ცვლილებების  პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს „წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;

ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და გარემოდან ამოღების წესების დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის გაცემის პროცესში მონაწილეობა;

ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, რეკომენდაციების მომზადება, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირება, კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. დაცული ტერიტორიებისა და ტყის პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ტყის მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, აგრეთვე სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;

ბ) დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ორგანოების ჩართულობით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;

დ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ზ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

თ) დაცული ტერიტორიების შექმნის, გაუქმების, საზღვრების ცვლილების საკითხების განხილვა;

ი) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის  უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) უფლებამოსილი უწყებების დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა/წარმომადგენლობა;

მ) დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ნ) დაცული ტერიტორიებისა და სახელმწიფო ტყის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) დაცული ტერიტორიების და სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;

პ) დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი