დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15802 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016060 |
|
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში (სარეგ. კოდი: 140080000.42.047.016034, 31.07.2014 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ (დანართი №1):
|
1.
მე-4 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯილდოზე თანამშრომლებს და სხვა პირებს წარადგენენ სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები კურატორ ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით, გარდა სამახსოვრო მედლისა, რომლის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი, ხოლო ბრძანებას მისივე დავალებით ამზადებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო.“; |
ბ)
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პატაკები სათანადო რეზოლუციით ეგზავნება სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარ სამმართველოს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების მომზადებას (აღნიშნულ ბრძანებაში აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყვნენ სამსახურის უფროსის მიერ მითითებული პირებიც). 4. უწყებრივი ჯილდოების სააღრიცხვო რეგისტრაციას აწარმოებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო.“. |
2.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 სიგელების, მედლების, მათი შესანახი ყუთების და სამახსოვრო მედალთან ერთად გადასაცემი ბლოკნოტების დამზადების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოთხოვნისა და მონაცემების საფუძველზე .“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები