„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის N1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15803
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.42.047.016062
15803
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
010320040.42.047.016062
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის N1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №15803

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის №1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
  „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის №1473 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: №010320040.42.047.016017, 27.12.2011 წ.) დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.   მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) სპეციალური შემოწმებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს მოთხოვნის შესაბამისად.“;

2.   მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. სტაჟირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, მათ შორის, კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო, რომლის პირადი შემადგენლობიდან, სამსახურის უფროსის ბრძანებით, იქმნება კომისიის აპარატი (არანაკლებ სამი თანამშრომელი). სტაჟირების კომისიის აპარატს ხელმძღვანელობს კომისიის წევრი, რომელსაც სამსახურის უფროსის ბრძანებით დაკისრებული აქვს კომისიის მდივნის ფუნქცია.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე